GEO ENG
 

 







 

2015-04-15
2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საქართველოს ნაკრები გუნდების შესარჩევი ტური გაიმართა ფიზიკაში. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სკოლის 14-მა მოსწავლემ მიიღო.  შერჩეული მოსწავლეები ფიზიკის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩაერთვებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ოლიმპიადის მეორე ტური ფიზიკაში ხვალ-16 აპრილს, მესამე და მეოთხე ტურები კი 22-23 აპრილს ჩატარდება. რაც შეეხება  საქართველოს ნაკრები გუნდების შესარჩევ ტურებს მათემატიკას, ბიოლოგასა და ქიმაში, შემდეგი განრიგით გაიმართება:

მათემატიკა - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);

მათემატიკა - 25-26 აპრილი  მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილისქ.№2,ფილარმონიისწინ);

ქიმია - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);

 ბიოლოგია - 25-26 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შესარჩევ ტურებში დაგროვილი ქულების შესაბამისად ფონდი ადგენს მოსწავლეთა რეიტინგულ სიას. მისი მიხედვით განისაზღვრება ნაკრები გუნდის წევრები და რეზერვისტი მონაწილეები. ოთხი ნაკრები გუნდი საუკეთესო შედეგების მქონე 19 მოსწავლისგან დაკომპლექტდება. ისინი ერთთვიან სპეციალურ მომზადებას გაივლიან. შერჩეული მოსწავლეები ინდოეთში, ტაილანდში, დანიაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ივლისში გაემგზავრებიან.

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადებასა და მონაწილეობას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2009 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით უზრუნველყოფს.

share