GEO ENG
 

 







 

2015-04-15
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Elsevier-ის მიერ გამართულ სემინარზე

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს, Elsevier-მა სემინარი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. ვორქშოფს დაესწრო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელიც. სემინარს სახელწოდებით „სამეცნიერო სტატიის წერის სტანდარტი“, ევა კიტელ-პრეისი წარუძღვა, რომელიც კომპანია Elsevier-ის აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალების გამოცემათა დირექტორია. Elsevier-ი სემინარს - „სამეცნიერო სტატიის წერის სტანდარტი“, ხვალ, 16 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს. დასაწყისი 17 საათზე.

share