GEO ENG
 

 







 

2015-04-08
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2014 წლის კონკურსის შედეგები

2014 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობდა 38 საპროექტო განაცხადი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების თანახმად შეფასების მეორე საფეხურზე  გადავიდა 19 პროექტი  რომლებმაც მიიღეს 91 ან მეტ  ქულა.

 

შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 3 აპრილის №46 ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ მოისმინა პროექტების პრეზენტაციები და შეაფასა ისინი დადგენილი კრი­ტერიუმების  მიხედვით.

კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯ­ვე­ბული პროექტები დამტკიცდა  ფონდის სა­მეცნიერო საბჭოს 2015 წლის 7 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით.

კონკურსში გამარჯვებული პროექტები

გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 14 აპრილიდან 16 აპრილის  18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

გენერალური დირექტორის ბრძანება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

share