GEO ENG
 

 







 

2015-03-18
მეცნიერებისა და განვითარების ფორუმზე : კვლევების განვითარება საქართველოში გამოსულ მომხსენებელთა პრეზენტაცია

2015 წლის 12 მარტს გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი : კვლევების განვითარება საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150 მოწვეულმა სტუმარმა: საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორებმა, პრორექტორებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, კვლევითი უნივერსიტეტებისა  და  Elsevier-ის კონსორციუმში გაერთიანებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებმა.

ფორუმი მიეძღვნა საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის ხელშეწყობას: სტრატეგიის შემუშავება, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და კვლევის ხარისხის ამაღლება. განხილულ იქნა  კვლევის სტრატეგია და განვითარება როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, კვლევის მენეჯმენტში არსებული ტენდენციები. უცხოელმა პარტნიორებმა კოლეგებს გაუზიარეს ევროპული ქვეყნების კვლევებისა და განვითარების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა/გამოცდილება; მოწინავე კვლევითი ცენტრების განვითარების სტრატეგია; კვლევების დაფინანსების ფორმები ევროკავშირის ფარგლებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მადლობას უხდის ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს მონაწილეობისთვის და მომავალშიც თანამშრომლობის გაგრძელებას იმედოვნებს.

წარმოგიდგენთ ფორუმზე გამოსულ მომხსენებელთა პრეზენტაციებს შემდეგ ბმულებზე:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით  საქართველოს სამეცნიერო- კვლევითი მხარდაჭერა - Global STM Journals დირექტორი, ბატონი მარტინ 'მალეი

საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი შარვაშიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობა მეცნიერების განვითარებაში - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი, ბატონი გიორგი კინწურაშვილი;

საქართველოში კვლევების ანალიზი და შეფასება -  Elsevier SciVal Solution-ის მენეჯერი, ბატონი კჟიშტოვ შჟიმანსკი;

კვლევის მართვა ეროვნულ დონეზე და უნივერსიტეტებში - ბატონი ჯონ გრინი, კემბრიჯის უნივერსიტეტი;

პორტუგალიაში კვლევების შეფასების ეფექტური მართვის გამოცდილება - ბატონი ალბერტო ზიგონი, გამომცემლობა Elsevier-ის უფროსი კონსულტანტი;

კვლევების დაფინანსება ევროკავშირის ფარგლებში -  დოქ. ოლივერ რაისნერი, EU წარმომადგენელი;

http://sdf.elsevier.ge/ 

share