GEO ENG
 

 







 

2015-03-13
დღეს გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში

აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობდა 150 წარმომადგენელი: საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, კვლევითი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და  Elsevier-ის კონსორციუმში გაერთიანებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები.

ფორუმის მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს Elsevier-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით სარგებლობის უპირატესობები და შესაძლებლობები ქართული მეცნიერების განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში,  ქართველ მკვლევრებ აქტიურ ჩართვის მიზნით. უცხოელმა პარტნიორებმა კოლეგებს გაუზიარეს ევროპული ქვეყნების კვლევებისა და განვითარების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა/გამოცდილება(დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ესტონეთი, პოლონეთი); მოწინავე კვლევითი ცენტრების განვითარების სტრატეგია; კვლევების დაფინანსების ფორმები ევროკავშირის ფარგლებში (HORIZON2020).

რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალურმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის მუშაობის გეგმები, რომელიც ითვალისწინებს აკადემიურ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას .

 

ფორუმის მსვლელობისას ქართველმა მეცნიერებმა ისაუბრეს საქართველოში კვლევების წარმოებაში არსებულ პრობლემებზე და განვითარების მიზნით საჭირო გასატარებელ ღონისძიებებზე - სახელმწიფოს მიერ კვლევითი პრიორიტეტების განსაზრვრის აუცილებლობაზე.  

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს ხედვა კვლევების განვითარების თვალსაზრისით, გაიზიარა მათი მისაზრებები და კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრისას, კვლევებისა და ინოვაციების საბჭოსთან ერთად   დამსწრე საზოგადოებას  მონაწილეობა შესთავაზა.

 

დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა ორგანიზატორებთან ერთად შეაჯამეს ფორუმზე განხილული საკითხები. დასახეს სამომავლო პერსპექტივები, გამოთქვეს მოსაზრება აღნიშნული ღონისძიების ეფექტურობაზე და მომავალ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

share