GEO ENG
 

 







 

2015-03-10
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

ფიზიკა - 15-16 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 
ფიზიკა -
22-23 აპრილი- - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

მათემატიკა - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

მათემატიკა - 25-26 აპრილი  მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

ქიმია - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

 

ბიოლოგია - 25-26 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

საქართველო 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე დელეგაციებს წარადგენს შემდეგ ხუთ დისციპლინაში:

ა)ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 46–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2015 (ინდოეთი,4-13 ივლისი); მუმბაი;

ბ)მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2015 (ტაილანტი 4-16 ივლისი); ჩიანგ-მაი;

გ)ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2015 (ყაზახეთი 26 – 2 აგვისტო); ალმაატა;

დ)ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2015 (დანია12-19 ივლისი); აარაჰაუსი;

ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2015 (აზერბაიჯანი 20-29 ივლისი), ბაქო.

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

 თითოეული მონაწილე ვალდებულია პირველი შესარჩევი ტურის დაწყების წინ შეავსოს ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმა.

 დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 1

 

დანართი 1  - ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები

დანართი 2 - სააპლიკაციო განაცხადის ფორმა

ბრძანება ნაკრები გუნდების მწვრთნელების დამტკიცების შესახებ

 

ფონდის გენერალური დირექტორის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2

ფონდის გენერალური დირექტორის №91 ბრძანებაში შეცდომის შესწორება

share