GEO ENG
 

 







 

2015-03-09
სასტუმრო "ბეტსიში" ინტელის სასწავლო აკადემიის (Intel ISEF Educator Academy) სემინარი გაიმართა

სემინარში მონაწილეობდნენ:  განათლების სამინისტროს კურიკულუმის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტები, საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო დავინჩისა“ და სახელმწიფო სამეცნიერო საგრატო კონკურსში „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  ჩართული მასწავლებლები, ლიდერები, თანალიდერები და მეცნიერები.

სემინარზე წარმოდგენილი იქნა მოსწავლე-მკვლევართა მსოფლიოში უდიდესი კონკურსის - ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენის (Intel ISEF) და მასთან აფილირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსისლეონარდო და ვინჩისრეგულაციები და კატეგორიები, მოსწავლეთა კვლევითი და საინჟინრო პროექტების განხორციელების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და საუკეთესო მაგალითები.

სემინარის მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, სამეცნიერო პოტენციალის გაზრდისთვის, სამეცნიერო განათლების სისტემის დასახვეწამსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის, სამეცნიერო კონკურსების ორგანიზების გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივი ვითარების გაცნობა და რეკომედაციების შემუშავება.

share