GEO ENG
 

 







 

2015-03-06
სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია

5 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტინინო პოპიაშვილ  სამეცნიერო გამოკვლევის„მიგრაცია და ლიტერატურა“  პრეზენტაცია გაიმართა.

მკვლევარმა ისაუბრა სამეცნიერო მივლინების ფარგლებში დამუშავებული მიგრაციული ლიტერატურის თეორიის შესახებ. აღნიშნა, რომ მიგრაცია, ანუ ნებაყოფლობითი თუ იძულებითი გადასახლება მრავალ ობიექტურ კრიზისს წარმოშობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური, სოციალური, ფსოქოლოგიური, პოლიტიკური კრიზისები, ხშირად ვხვდებით მასობრივი მიგრაციის შემთხვევებს, რომელიც ომებით, სხვადასხვა კატასტროფით არის გამოწვეული.

მიგრაციის კვლევა უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ერთი მხრივ, იმ მიზეზების კვლევას, რამაც მიგრაცია გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდების ცხოვრების, ბედისა და თავგადასავლის კვლევას. ამასთან, მათი ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესწავლას.

მიგრაციული ლიტერატურა თანამედროვე დასავლური კვლევების დაკვირვების ობიექტია. ხშირად დაისმის კითხვები: რომელი ლიტერატურული პროცესის ნაწილია მიგრაციული ლიტერატურა? რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც მიგრანტთა ლიტერატურას განვიხილავთ? მსგავსი კითხვები დღემდე აქტუალურია ლიტერატურათმცოდნეობით დისკუსიებში, მიგრანტთა ლიტერატურა კი გლობალიზაციური პროცესების კვალდაკვალ ფართოვდება და ტირაჟირდება.

მიგრაციულ ლიტერატურაში ასახულია ეპოქალური მოვლენები, ფსიქო-სოციალური საკითხები, როგორებიცაა კულტურული ადაპტაცია, იდენტობის პრობლემები, ენობრივი, კულტურული, ზოგ შემთხვევაში, რელიგიური ფაქტორები.

სამეცნიერო გამოკვლევა „მიგრაცია და ლიტერატურა“ მომზადებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.

share