GEO ENG
 

 







 

2014-05-02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
ა) საქართველოს მოქალაქეს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).
ბ) საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სსიპ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში იურიდიული პირის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2014 წლის 2 მაისიდან 27 მაისის 24:00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული ან ფიზიკური პირების განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 30 მაისის 18:00 საათისა.

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში. მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;

ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის წესი;

ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის კონკურსის პირობები;

განცხადების ფორმა;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია;

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.

საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09), მობ: 577 97 72 02
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge

 

 

share