GEO ENG
 

 







 

2014-04-30
2014 წლის ქიმიის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები 3-4 მაისს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს პირველად ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ქიმიის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები 3-4 მაისს გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2 (ფილარმონიის წინ).

ასევე 3-4 მაისს გაიმართება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურები. მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2 (ფილარმონიის წინ). 

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი). 

ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია

share