GEO ENG
 

 







 

2014-01-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრარულ უნივერსიტეტში მოსწავლეთა მონაწილეობით სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო კვლევებში სკოლის მოსწავლეების ჩართვა-მონაწილეობის დაფინანსება დაიწყო. შესაბამის საგრანტო კონკურსში „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა.


სამეცნიერო კვლევაში მცხეთის, მარნეულისა და თბილისის 7 საჯარო სკოლის 27 ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლე მონაწილეობს. აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად ისინი ნიადაგური რუკის შექმნაზე იმუშავებენ. სამთვიანი კვლევა უნივერსიტეტის მიმდებარე 60 ჰექტარ მიწაზე განხორციელდება და ის როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ და კამურულ სამუშაოებს მოიცავს.


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, კონკურსი გასულ წელს მეორედ ჩატარდა და მისი მიზანია განათლებისა და კვლევების დაახლოება, მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის.

სულხან სისაურის თქმით, 2013 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული 16 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000-მდე ლარით დაფინანსდება.

share