GEO ENG
 

 







 

2012-11-27
გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს კონკურსი, რომელიც შეეხება აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და ბელორუსთან მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობას

გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტრო აცხადებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და ბელორუსთან მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ კონკურსს.
საპროექტო განაცხადები განიხილება შემდეგი ძირითადი თემების მიხედვით:

• ოპტიკური ტექნოლოგიები;
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT);
• ბიოლოგიური კვლევა და ბიოტექნოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
• კვლევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;
• გარემოს ტექნოლოგიები და მდგრადობის კვლევა, წყლის კვლევა;
• ნანოტექნოლოგიები;
• ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.

კონკურსი 2-ეტაპიანია. პირველ ეტაპზე საპროექტო განაცხადები სასურველია გაიგზავნოს გერმანულ ენაზე; განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ინგლისურ ენაზე წარდგენა (ამ დროს აუცილებელია რეზიუმე გერმანულ ენაზე).
საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინოს (ელექტრონულად) გერმანელმა პარტნიორმა.
წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 30 ივნისი.
საკონტაქტო პირი:
გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ბიუროს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:

Dr. Kirsten Kienzler
Email: kirsten.kienzler@dlr.de
Phone: +49-228-3821 1458
Fax: +49-228-3821 1400

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.internationales-buero.de/de/6061.php  

share