GEO ENG
 

 







 

2012-07-11
სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ 2012 წლის ერთობლივი კონკურსი

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში აცხადებენ 2012 წლის ერთობლივ კონკურსს.

კონკურსის მიზანია, დაახლოვოს მეცნიერება და ბიზნესი, ხელი შეუწყოს ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იდეის წარმოდგენას ბაზარზე, მოახდინოს ყველაზე პერსპექტიული ახალი ტექნოლოგიების გამოვლენა და ფინანსური მხარდაჭერა, უზრუნველყოს ამერიკელი ექპერტების სისტემატური საკონსულტაციო დახმარება.

საპროექტო წინადადებებს უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგიური ხასიათი და ორიენტირებულნი უნდა იყვნენ კომერციულ, სამოქალაქო (არასამხედრო) ამოცანებზე. პროგრამა არ ითვალისწინებს ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას.

დამტკიცებული ფორმის შესაბამისად მომზადებული საპროექტო წინადადებების ქართული და ინგლისური ვერსიების შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში და სსგფ–ში წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული სახით კომპაქტდისკზე (CD-R) 2012 წლის 15 აგვისტოს, 18 საათამდე.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის მონაწილე ფიზიკურ პირთა ან პირის, საბაზო და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაცი(ებ)ის ერთობლივი განცხადება.

საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსია CRDF Global–ს წარედგინება ელექტრონული გაგზავნის სისტემის მეშვეობით მისამართზე: www.crdfglobal.org/fromideatomarket .

კონკურსის საწყის ეტაპზე ბიუჯეტის დამტკიცებულ ფორმაში მითითებული უნდა იყოს პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ საერთო მოცულობა. ამასთან, კონკურსის მეორე ეტაპზე გასული საპროექტო წინადადებების ავტორებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში და სსგფ–ში უნდა წარმოადგინონ დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

share