GEO ENG
 

 







 

2012-06-07
ქართველი და უცხოელი მეცნიერები მასალათმცოდნეობის სამეცნიერო მიმართულების სიახლეებს ეცნობიან

საქართველოში საინჟინრო მეცნიერებების განვითარებისა და მაღალტექნოლოგიური მასალათმცოდნეობის სფეროში უახლესი კვლევების გაცნობის მიზნით თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. სამი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები მასალათმცოდნეობის მიმართულებით მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების, ნანოტექნოლოგიების, მიღწევებისა და მეთოდების შესახებ იმსჯელებენ.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და საქართველოში მასალათმცოდნეობის მიმართულების ფუძემდებლის, აკადემიკოს ფერდინანდ თავაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებაში 60-მდე ქართველი და უცხოელი მკვლევარი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მონაწილეობს.

მასალათმცოდნეობის სამეცნიერო მიმართულებაში ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, მათ შორის მანქანათმშენებლობის და ჩარხმშენებლობის განვითარებისთვის.

share