GEO ENG
 

 







 

2012-05-03
ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი I და II ტურის საბოლოო შედეგები და ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების სია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 28 - 29 აპრილს ბიოლოგიის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი I და II ტურები გაიმართა. ნაშრომების შეფასებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ  ფონდში შემოვიდა ერთი მოსწავლის ერთი სააპელაციო განაცხადი, რომელიც ითხოვდა მეორე ტურის ნაშრომის გადახედვას.

ასევე, ფონდში შემოვიდა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრები გუნდის ლიდერის ეკატერინე ბაკურაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების პასუხებში დაფიქსირდა შეცდომა, კერძოდ, B8 შეკითხვის ცხრილის მეოთხე გრაფაში არსებული ”ბ” პასუხი არ არის სწორი. სწორია - ”გ”. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო კომისიამ გადახედა მეორე ტურის ყველა მონაწილის ნაშრომს და შესაბამისად, შეცდომა ყველა მოსწავლის ნაშრომში გაასწორა.

ბმულ ფაილში იხილეთ აპელაციის შედეგების გათვალისწინებით შედგენილი მოსწავლეთა საბოლოო რეიტინგული სია. 

 

რეიტინგული სია

ბიოლოგიის 23–ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების სია

 

share