GEO ENG
 

 







 

2013-04-18

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

>>>
2013-04-16

გამოცხადდა UNESCO da L’OREAL-ის სტიპენდიის მოსაპოვებელი ერთობლივი კონკურსი ”ახალგაზრდა ქალები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში-2013”. პროგრამის მიზანია მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამოავლინოს 15 მიზანდასახული, ნიჭიერი მეცნიერი ქალი, მომუშავე სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებაში. (გეოგრაფიული წარმომადგენლობითი ბალანსი დაცულია).

>>>
2013-04-10

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა.

>>>
2013-04-10

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

>>>
2013-04-10

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

>>>
2013-04-01

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკომფერენციო გრანტების კონკურსში მონაწიეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს, კონკურსში ელექტრონული რეგისტრაცია 2013 წლის 4 აპრილის 24 : 00 საათზე , ხოლო ფონდში განცხადების წარდგენის ვადა 2013 წლის 8 აპრილს 18 : 00 საათზე დასრულდება.

>>>
2013-03-29

საფრანგეთის ”ევროპის სილიკონის ველის” ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიები ყოველწლიურად აქვეყნებენ სადოქტორო თემების ჩამონათვალს. ამ თემებზე სადოქტორო დისერტაციების მომზადებისთვის ლაბორატორიები გამოყოფენ ხელმძღვანელს და იწვევენ პოტენციურ დისერტანტებს, მათ შორის საქართველოდან.

>>>
2013-03-28

2013 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 63 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 53 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2013-03-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში აცხადებენ 2013 წლის კონკურსს. საგრანტო კონკურსის მიზანია: ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება; ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

>>>
2013-03-21

გაცნობებთ, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-6 ერთობლივი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული საპროექტო განაცხადების სრული ფორმების (ინგლისურ ენაზე) ფონდში წარმოდგენის ადრე განსაზღვრული ვადა გაგრძელებულია 2013 წლის 2 მაისის 16:00 საათამდე.

>>>
[1]... > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10]