GEO ENG
 

 







 

2013-04-16
UNESCO და L’OREAL-ის სტიპენდიის მოსაპოვებელი ერთობლივი კონკურსი ”ახალგაზრდა ქალები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში-2014”

გამოცხადდა UNESCO და L’OREAL-ის სტიპენდიის მოსაპოვებელი ერთობლივი კონკურსი ”ახალგაზრდა ქალები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში-2014”.

პროგრამის მიზანია მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამოავლინოს 15 მიზანდასახული, ნიჭიერი მეცნიერი ქალი, მომუშავე სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებაში. (გეოგრაფიული წარმომადგენლობითი ბალანსი დაცულია). მაქსიმუმ სამი კანდიდატს მსოფლიოს ხუთი გეო-კულტურული რეგიონიდან აქვს შესაძლებლობა მიიღოს სტიპენდია.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის ან დოქტორანტის ხარისხი და მუშაობდნენ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებების ერთ-ერთ ან მონათესავე სამეცნიერო მიმართულებით, კონკრეტულად კი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებით: ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ფარმაცია და ფიზიოლოგია.

კონკურსისათვის საქართველოდან მონაწილეთა შერჩევას უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ბრძანება
სააპლიკაციო ფორმა

share