GEO ENG
 

 







 

2013-03-21
განცხადება

გაცნობებთ, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-6 ერთობლივი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული საპროექტო განაცხადების სრული ფორმების (ინგლისურ ენაზე) ფონდში წარმოდგენის ადრე განსაზღვრული ვადა გაგრძელებულია 2013 წლის 2 მაისის 16:00 საათამდე.


შეგახსენებთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მოიცავს შემდეგს (იხ. კონკურსის პროგრამა და პირობები, მუხლი 12.):


ა) პროექტის სრული ინგლისურენოვანი ვერსია (2 ცალი კომპაქტდისკი CD-R პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დათარიღებული) და ქაღალდზე დაბეჭდილი ორი ეგზემპლარი. ბ) თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილი (მტცუ-ს შესაბამისი ფორმის მიხედვით), სულ ცოტა ერთი კოლაბორატორისგან, გაგზავნილი, როგორც პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე უშუალოდ მტცუ-ში.


გარდა ამისა, ამ დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს საქართველოში უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლისა და ოფისის ხელმძღვანელის - აკაკი ფეიქრიშვილის წერილი საპროექტო განაცხადის ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ.

share