პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” პროგრამა და პირობები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს გააცნეს.
კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
საქართველოში საინჟინრო მეცნიერებების განვითარებისა და მაღალტექნოლოგიური მასალათმცოდნეობის სფეროში უახლესი კვლევების გაცნობის მიზნით თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
”ხუროთმოძღვრები და მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში” - ქართველ მეცნიერთა კვლევითი ნაშრომისა და ილუსტრირებული გამოცემის პრეზენტაცია დღეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 52 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 35 მეცნიერი შეარჩია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგად ნაკრები გუნდის წევრები და რეზერვისტები გამოვლინდნენ.