2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მარტი-აპრილის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 45 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 15 მეცნიერი შეარჩია.
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, 2012 წლისათვის გახსნილად აცხადებს ნომინაციების მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
იაპონიის რიცუმეიკანის აზია-ოკეანეთის უნივერსიტეტის მიერ 2012-2014 წლებში იაპონიის განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს, აზიის განვითარების ბანკის და იაპონია/მსოფლიო ბანკის სტიპენდიების საშუალებით უცხოელ სტუდენტებს იწვევს სხვდასხვა სასწავლო პროგრამებზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ადმინისტრაციასთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამდივნო და ირანის ეროვნული ინტელექტუალური ცენტრი 2012 წლის 4-7 თებერვალს, თეირანში ატარებს ინოვაციისა და გამოგონების ფაჯრის მე-4 საერთაშორისო გამოფენას.
საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.