GEO ENG
 

 







 

2015-12-11
Black Sea Horizon პროექტის ფარგლებში მიმდინარე ვებინარები

პროექტი ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას.

პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამი ვებინარი დაეთმობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამას ,,ჰორიზონტი 2020“, კერძოდ, შემდეგ თემებს: გარემოს დაცვა, კვლევის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი.

ვებინარებს წარუძღვებიან სხვადასხვა კონსორციუმის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური წევრები, პროფესიონალი ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP). პროექტის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით გავრცელდება შესაბამისი მასალა.  ვებინარზე დასწრება თავისუფალია.

2015 წლის 15 დეკემბერი - საზოგადოებრივი გამოწვევა # 5 პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ (კლიმატი, გარემოს დაცვა, რესურსების ეფექტიანობა, ნედლი მასალა).

დრო: 13:00 CET (ცენტრალური ევროპის დრო)

ვებინარის ხანგრძლივობა: 60 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით)

                                                                          

2015 წლის 16 დეკემბერი -  სამეცნიერო ინფრასტრუქტურა პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“

დრო: 13:00 CET (ცენტრალური ევროპის დრო)

ვებინარის ხანგრძლივობა: 60 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით)

 

2015 წლის 17 დეკემბერი -  ტრანსპორტი პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“

დრო: 13:00 CET (ცენტრალური ევროპის დრო)

ვებინარის ხანგრძლივობა: 60 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით)  

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:
http://blacksea-horizon.eu/object/news/380

საკონტაქტო პირი:

Adam Gluszuk 
National Contact Point for Research Programmes of the EU
e-mail: 
adam.gluszuk@kpk.gov.pl

share