GEO ENG
 

 







 

2011-01-06
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს შობა მიულოცა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ყველაზე ხანდაზმულ აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს.

აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი თითქმის 70 წელია მეცნიერებაში მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს თითქმის ყველა სამეცნიერო ხარისხი და წოდება. იგი არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.

ქალბატონი ნინო ჯავახიშვილი დღემდე აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, ექსპერიმენტული მორფოლოგიის მიმართულებით. არის ალექსანდრე ნათიშვილის ექპერიმენტური მორფოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. იგი 275 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორია.

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს მადლობა გადაუხადა ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. სულხან სისაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება იცნობდეს და აფასებდეს ქართველ ღვაწლმოსილ მეცნიერებს.

share