GEO ENG
 

 







 

2010-09-17
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა ა/წ 17 სექტემბერს.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა ფონდის 2010 წლის ბიუჯეტი, საკონფერენციო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების რანჟირებული ნუსხა, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების კონკურსის კომისიის შემადგენლობა და, აგრეთვე, მიმდინარე წელს გამოსაცხადებელი საგრანტო კონკურსები:

  • მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები;
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობა;
  • ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით;
  • ერთობლივი საკონკურსო პროგრამა STCU, BS-ERA.NET და CNRS-თან.

სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცებასთან დაკავშირებით. ამიერიდან, ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსი ახალი კრიტერიუმების მიხედვით დაფინანსდება.

share