GEO ENG
 

 







 

2015-11-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემიის დაარსების შესახებ

საერთაშორისო პრემია დაწესდა ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომლის დამფუძნებელია უკრაინელი პოეტის, ივან ფრანკოს შვილიშვილი - რონალდ ფრანკო. ფონდის საბჭოს შემადგენლობაში არიან მეცნიერები როგორც  უკრაინიდან, ასევე გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან.

ივან ფრანკოს სახელობის პირველი პრემიის გადაცემა დაგეგმილია 2016 წლის 27 აგვისტოს, უკრაინელი პოეტის დაბადებიდან 160-ე წლის იუბილეზე.

პრემიის მიზანია, ივან ფრანკოს მოღვაწეობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მეცნიერთა ხელშეწყობა სოციალური მეცნიერებებისა და უკრაინის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით კვლევის განსახორციელებლად. ივან ფრანკოს საერთაშორისო პრემიით დაჯილდოება იქნება იმ მნიშვნელოვანი წვლილის აღიარება, რომელიც საერთაშორისო მეცნიერებმა შეიტანეს უკრანის შემსწავლელი მეცნიერებებისა და   სოციალური და ჰუმინატარული მეცნიერებების განვითარებაში.

დაინტერესებულმა პირებმა კვლევითი პროექტები უნდა წარადგინონ ფონდის კომისიასთან. განაცხადების შეფასებას ახორციელებს საერთაშორისო ჟიური. პრემია ითვალისწინებს შემდეგ ნომინაციებს:

1.        უკრაინის შემსწავლელ მეცნიერებებში  მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა;

2.        განსაკუთრებული პირადი წვლილის შეტანა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაში.

ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემიის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.frankoprize.com.ua

 

ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო ფონდი

http://frankoprize.com.ua

share