GEO ENG
 

 







 

2015-08-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2015“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2015“.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც 2015-2016 სასწავლო წელს არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) IX-XII კლასის მოსწავლე.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.

კონკურსის შესახებ  დეტალური ინფორმაცია - კონკურსის ვადები, კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები  ფონდის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით.

პროგრამის კოორდინატორი   მაკა ქაჯაია 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02
ელ-ფოსტა:
kajaia@rustaveli.org.ge

ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share