GEO ENG
 

 







 

2015-06-20
საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა გუნდი „ჰორიზონტი 2020-ის“ კონკურსში მონაწილეობისთვის ეძებს პარტნიორს

საინფორმაციო ტექნოლოგიებზე (IT) ერთობლივად მოუშავე გუნდი, თურქეთიდან და ფინეთიდან, ეძებს პარტნიორს, „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საპროექტო წინადადება უნდა მომზადდეს  გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამეცნიერო განათლებისა და კარიერის მიმართულებით. მისი მიხედვით, ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა და ინჟინერია (STEM) მეტად მიმზიდველი უნდა გახდეს.

გთხოვთ, ორგანიზაციის მოთხოვნებს და პროექტის დეტალურ აღწერას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე, სადაც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ორგანიზაციას და შეავსოთ შესაბამისი ფორმა.

http://www.ideal-ist.eu/ps-it-97155

share