GEO ENG
 

 







 

2014-12-04
საქართველოში არსებული სამეცნიერო ჟურნალის ელსევიერის ელექტრონულ ბაზაში განთავსება
2014 წლის 28 მაისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებს აქვთ წვდომა ელსევიერის უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე.
შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საგამომცემლო კომპანია ელსევიერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში არსებული ერთი სამეცნიერო ჟურნალის ელსევიერის ელექტრონულ ბაზაში განთავსება.
თუ ჟურნალი შეირჩევა ელსევიერის ბაზაში (ScienceDirect) განსათავსებლად, ის სრულად ინარჩუნებს გამომცემლის პასუხისმგებლობას, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ხელნაწერის უფლებას (copyright).
ელსევიერის ელექტრონულ ბაზაში განსათავსებლად სამეცნიერო ჟურნალი უნდა აკმაყოფილებდეს ელსევიერის მიერ დაწესებულ ხარისხის კრიტერიუმებს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ფონდი ახდენს ინფორმაციის აკუმულირებას საქართველოში არსებული სამეცნიერო ჟურნალების შესახებ.
გთხოვთ, 2014 წლის 20 დეკემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი (ან ბილინგვური) სამეცნიერო ჟურნალების შესახებ. თითოეული ჟურნალის შესახებ გამოგვიგზავნეთ ინგლისურად  შევსებული თანდართული კითხვარი შემდეგ მისამართზე: chikovani@rustaveli.org.ge
 
ელსევიერის კითხვარი - existing journal questionnaire
share