GEO ENG
 

 







 

2013-12-23
2013 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები” დარეგისტრირდა 105 საპროექტო განაცხადი განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

 ქართველოლოგია - 11 პროექტი
 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები - 18 პროექტი
 საინჟინრო მეცნიერებები, /მაღალტექნოლოგიური მასალები - 6 პროექტი
 საინფორმაციო ტექნოლოგიები, /ტელეკომუნიკაციები - 5 პროექტი
 მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა - 6 პროექტი
 ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 14 პროექტი
 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები -17 პროექტი
 სამედიცინო მეცნიერებები - 7 პროექტი
 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 11პროექტი
 აგრარული მეცნიერებები - 10პროექტი

ექსპერტების შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა ცალკე მაგისტრებისთვის და ცალკე დოქტორებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 დეკემბრის N13/12/01 განკარგულებით გაიცა გრანტი 68 ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტზე.

პრეზიდენტის განკარგულება

share