GEO ENG
 

 







 

2013-11-11
ინფორმაცია ,,საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში“ მონაწილეთათვის

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის” საკონკურსოდ დარეგისტრირდა 32 საპროექტო განაცხადი.

ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 7 ნოემბრის N61 ბრძანებით, ტექნიკური ექსპერტიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კონკურსიდან ,,საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის” მოიხსნა 2 საკონკურსო განაცხადი.

გენერალური დირექტორის ბრძანება
მოხსნილი პროექტები

share