GEO ENG
 

 







 

2013-09-27
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსს

 

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12 თვეს. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს – მაგისტრებისათვის, ხოლო 15 000 ლარს დოქტორებისათვის.

ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე წელს კონკურსში ვერ შემოიტანს ერთზე მეტ პროექტს. ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორ ჯერზე მეტად ვერ იქნება კონკურსში გამარჯვებული.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 ნოემბრის 18:00 საათი.ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება;
გენერალური დირექტორის ბრძანება;
ფინანსთა მინისტრის ბრძანება №220
ფინანსთა მინისტრის ბრძანება №672
საპროექტო წინადადება ;
შეფასების გამოანგარიშების წესი;
განცხადების ფორმა;
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია;
საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.

პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409);
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share