GEO ENG
 

 







 

2013-02-14
ნეუშატელის უნივერსიტეტი „შვეიცარიის მიგრაციისა და მოსახლეობის შემსწავლელი ფორუმი“ სასტიპენდიო კონკურსი (2013 წლის აპრილი-ივნისი)

ნეუშატელის უნივერსიტეტი და „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ ახალგაზრდა (არაუმეტეს 35 წლის) ქართველ და სომეხ დოქტორტანტებისთვის აცხადებენ სასტიპენდიო კონკურსს 2013 წლის აპრილი-ივნისისთვის (http://www.ascn.ch/en/grants_scholarships/SFM-Scholarship.html).

კონკურსში გამარჯვებულებს ეძლევათ საშუალება 3 თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა დორქტორანტურის ფარგლებში ნეუშატელის უნივერსიტეტში.

კვლევის თემატიკა შემოისაზღვრება შემდეგი სფეროებით:
-მიგრაციული გადაადგილებები;
- ლტოლვილები და თავშესაფარის მაძიებლები;
- ინტეგრაცია;
-რასიზმი და დისკრიმინაცია;
- დემოგრაფია.

აპლიკაციების წარდგენა ხდება ელექტრონულად, შემდეგ საფოსტო მისამართებზე: info@ascn.ch და gianni.damato@unine.ch ბოლო ვადაა 2013 წლის 20 თებერვალი.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის მარტის პირველ ნახევარში.

სტიპენდიასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულში:

share