GEO ENG
 

 







 

2013-02-04
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდის პრემიები

ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც 1980 წელს შეიქმნა ყოველწლიურად აჯილდოვებს მეცნიერების, კულტურის, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვა სფეროების ღირსეულ წარმომადგენლებს.

ფონდი იწყებს 2013 წლისთვის, ჯილდოზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვას.


წელს პრემიები გამოყოფილია მწერლობის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების, საზოგადოებრივი მეცნიერების, სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის, საერთაშორისო თანამშრომლობის, სპორტისა და მშვიდობის სფეროში მოღვაწე პირებისათვის თუ საზოგადოებებისათვის.

ფილიპე ბორბონის ფონდის ჯილდო მოიცავს დიპლომს, ემბლემას, ხუან მიროს სკულპტურულ გამოსახულებას, რომელიც წარმოადგენს ჯილდოს სიმბოლოს და ფულად პრემიას 50 000 ევროს ოდენობით.


ნომინაციაზე წარდგენილი შეიძლება იყოს როგორც პიროვნება, ასევე პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია.


აუცილებელია, რომ წარდგენილი კანდიდატურის საქმიანობას ან მის ნამუშევარს ჰქონდეს ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობის დატვირთვა. 

ნომინაციაზე დაუშვებელია საკუთარი თავის ან იმ ორგანიზაციის წარდგენა, სადაც დასაქმებულია წარმდგენი.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 14 მარტი.


კონკურსის პროგრამა, პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე www.fpa.es

share