GEO ENG
 

 







 

2013-02-04
კარლ ფრიდრიხ გორდელერის ეფექტური მმართველობის კოლეჯის სტიპენდია 2013-2014 წლისთვის

რობერტ ბოშის ფონდი აცხადებს “კარლ ფრიდრიხ გორდელერის ეფექტური მმართველობის კოლეჯის სტიპენდიას 2013-2014 წლისთვის“. აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან საერთაშორისო პროგრამას საჯარო სექტორის გერმანულენოვანი 20-მდე ახალგაზრდა კადრისთვის აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კოლეჯი საშუალებას აძლევს მონაწილეებს ეფექტური მმართველობის თემასთან დაკავშირებით თავიანთი საქმიანობის სფეროში შეიმუშავონ და განახორციელონ საკუთარი პროექტი.

პროგრამა დაიწყება სამკვირიანი სემინარით ბერლინსა და ვარშავაში 2013 წლის 31 აგვისტოდან - 21 სექტემბრამდე და დაიხურება 2014 წლის აგვისტოში ბერლინში გამართული სემინარით.
სემინარის სამუშაო ენა არის გერმანული, თუმცა აპლიკანტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნაც.

2013-2014 წლისთვის ”კარლ ფრიდრიხ გორდელერის ეფექტური მმართველობის კოლეჯის სტიპენდიის” აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2013 წლის 28 თებერვალი.

კონკურსის სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ https://bewerbung.boschstiftungportal.de/onlinebewerbun. ბმულის შევსების შედეგად.

share