GEO ENG
 

 







 

2012-09-12
თარგმნის პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დასრულდა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თარგმნის პირველი საერთაშორისო სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.

50-მა ქართველმა და უცხოელმა მსმენელმა თარგმნის საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა. დამწყები მთარგმნელები მხატვრული და სამეცნიერო თარგმანის საერთაშორისო სტანდარტების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე, აგრეთვე, შუალედური ენებიდან (რუსული, ინგლისური) ქართული ტექსტების თარგმნისთვის გამიზნული ლექციები, ვორქშოფები და სემინარები.

მსმენელებმა ერლომ ახვლედიანის, დავით ტურაშვილის, ნესტან (ნენე) კვინიკაძის, ზაზა ბურჭულაძის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის მხატვრული და ქართველ მკვლევართა სამეცნიერო ლიტერატურატმცოდნეობითი ტექსტები თარგმნეს.

ორი კვირის განმავლობაში სკოლის მსმენელებთან ცნობილი უცხოელი და ქართველი მთარგმნელები მუშაობდნენ.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მიმდინარე წელს ოთხი საზაფხულო სკოლა დააფინანსა. ამგვარი სკოლების მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების მოზიდვა, და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს უცხოელ და ქართველ კოლეგებს შორის სასწავლო და შემოქმედებითი ურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

share