GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-06-12

გაცნობებთ, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიმდინარე რეორგანიზაციასა და ახალი წესდების დამტკიცებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ფონდის სამეცნიერო საბჭოს გაუქმების გამო,  „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის 86 დადგენილებაში შევიდა ცვლილება.

იხ. დანართი - საქართველოს მთავრობის დადგენილება 251.

>>>
2015-06-12

დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სტაჟირებ გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაშ.

>>>
2015-06-12

გლობალური  სტიპენდიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ ერთ მასპინძელ ორგანიზაციას (მომავალში ბენეფიციარს),  რომელიც დაფუძნებულია ევოკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყნებში. საპროექტო წინადადებები უნდა ატვირთოს მასპინძელმა ორგანიზაციამ, რომელსაც წარმოდგენს აკადემიური ხელმძღვანელი მაძიებელ მკვლევართან შეთანხმებით.

>>>
2015-06-10  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2013-2014 წლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდნენ. >>>

2015-06-05  

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო sivrceში ინტეგრაციას.>>>

2015-06-05

  პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში, ევროკომისია და სამეცნიერო გამოთვლების ეროვნული ფონდი (Fundação para a Ciência e a Tecnologia) სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და ინოვატორებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT)  ღონისძიებაზე იწვევს.  ღონისძიება პორტუგალიაში, ლისაბონში, 2015 წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება.

>>>
2015-06-05    Ideal-ist - ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ქსელი. ქსელი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მოიძიოს პარტნიორი,  ასევე მოძებნოს სხვა და სხვა  საშუალება, რომელიც მათ დაეხმარება ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ მონაწილეობის მიღებაში. იდეალისტი, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ მოძებნონ პროექტის პარტნიორები, რათა ჩაერთონ „ჰორიზონტი 2020“-ში.>>>
2015-06-05  2015 წელი ჯგუფურად მომუშავე ჭკვიანი რობოტების (COCORO) წელია - ამის შესახებ პროექტის ავტორები  საუბრობენ. COCORO (Collective Cognitive Robots) - 2011 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე განხორციელდა, ევროკავშირისგან 2.9 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. მის ფარგლებში შეიქმნა წყალქვეშ, გუნდურად მომუშავე 3 სახეობის 41 რობოტი, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან კოორდინაციაში ყოფნა, ეკოლოგიური მონიტორინგი, ძიება, გამოკვლევა და იმ რესურსების თავმოყრა რომელიც წყლის ქვეშ არსებობს. >>>
2015-06-05

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების  ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

>>>
2015-05-19

2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნარკები გუნდების წევრების, საქართველოს დელეგაციის, რეზერვისტების შემადგენლობების დამტკიცებისა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამგზავრებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 08 მაისის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

იხილეთ ბმული:

გენერალური დირექტორის ბრძანება

>>>
[1]... > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] ... > [71]