GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-05-04

2015 წლის 5 მაისს 14 საათზე სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართება მათემატიკის  საგნობრივი საპრეტენზიო კომისიის სხდომა. სხდომაზე  მათემატიკის  ნაკრები გუნდის მესამე და მეოთხე  შესარჩევი ტურების  შედეგების საპრეტენზიო განაცხადები განიხილება.

>>>
2015-05-04

ბიოლოგიის 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგები.

რეიტინგული სია 

>>>
2015-05-01

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრნტების 2014 წლის კონკურსში მონაწილეობდა 540 პროექტი. მათგან 383 პროექტმა (71%) მიიღო 86 და მეტი ქულა (ე.წ. „კარგი“ პროექტები).

>>>
2015-05-01

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერ-მკვლევარებსა და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ პირებს  აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეს დაესწრონ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.

>>>
2015-05-01

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს მათემატიკის მესამე და მეოთხე ტურის შედეგებს, ასევე შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომებს.  იხილეთ მიმაგრებული ფაილები. 

>>>
2015-04-30

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულებმა, საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის  18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

გენერალური დირექტორის ბრძანება

პროექტის განაწილებული ბიუჯეტი გთხოვთ, წინასწარ შეეთანმოთ ფონდის ფინანსური და მატერიულური რესურსების დეპარტამენტთან (ტელ: 2 200 220, შიდა 4111 )

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

 

>>>
2015-04-30

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2015 წლის 20 აპრილის №8 სხდომაზე დაამტკიცა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასებები თითოეულ სამეცნიერო მიმართულებისათვის ცალ-ცალკე.

იხილეთ ბმული:

>>>
2015-04-29

სსიპ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2015 წლის 28 აპრილს დაამტკიცა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრნატების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული  106  პროექტი.

>>>
2015-04-29  

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ბიოლოგიის  პირველი და მეორე ტურის შედეგებს ასევე შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომებს აქვეყნებს. >>>

2015-04-28

იუნესკო აცხადებს კონკურსს 2015 წლისთვის წიგნიერების საერთაშორისო პრიზების მოსაპოვებლად. ეს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცემა მთავრობებს, კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის.

>>>
[1]... > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] ... > [71]