GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-05-19

2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების დაკომპლექტების, წრთვნისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათი მონაწილეობის ადმინისტრირების უზრუნველყოფაზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურის  დირექტორის  2015 წლის 09 მარტის N28  ბრძანებაში ცვლილები შევიდა.

 

იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება

>>>
2015-05-18

2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების, საქართველოს დელეგაციის, რეზერვისტების შემადგენლობების დამტკიცებისა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამგზავრებასთან დაკავშირებით  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შოთა რისთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება (№59 ).

იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება

>>>
2015-05-18

გაცნობებთ, რომ  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით, მტცუ-სთან შეთანხმებით, შეიცვალა „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსის განრიგი.

>>>
2015-05-18

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსში ფონდის კანცელარიაში დარეგისტრირდა 83 პროექტი. კონკურსის ტექნიკური ექსპერტიზის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 13 პროექტი,  ხოლო ერთი პროექტი  მოიხსნა სამეცნიერო ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე.

იხ.  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N65

>>>
2015-05-18

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩი“ , ერთ-ერთმა გამარჯებულმა, ნიკა ალავიძემ ამჯერად წარმატებას პიტსბურგში, აშშ-ში მიაღწია. ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის პროექტი გახეთქილი მილების შესაკეთებელი მოწყობილობა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ნაწილმა ნახა და აღიარა.  1700 კონკურსანტს შორის ნიკა ალავიძემ მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა. >>>

2015-05-11  

  გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება! იუნესკოს კონკურსთან (“წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“) დაკავშირებით,  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების მიღების ბოლო ვადა შეიცვალა. განახლდა განაცხადის ფორმაც. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 12 მაისის ნაცვლად 13 მაისის 18 საათამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალური უქმე დღეა. >>>

2015-05-07

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით დღეს, 7 მაისს გაიმართა მეცნიერებთან შეხვედრა. ღონისძიებაზე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მარინე ჩიტაშვილი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებზე.

>>>
2015-05-07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის პარტნიორმა ორგანიზაციამ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (CNRS) პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორებისგან.

>>>
2015-05-07

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა (2015 წლის 14 მაისის 18:00 საათი). რის შემდეგაც, საქართველომ იუნესკოში ნომინაციები  2015 წლის 29 მაისამდე უნდა წარადგინოს. 

>>>
2015-05-05

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს მათემატიკის 56-ე  საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგებს. რეიტინგული სია  იხილეთ ბმულში.

>>>
[1]... > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] ... > [71]