GEO ENG
 

 







 

2014-12-26

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილე  დანართში მითითებულმა დოქტორანტებმა 2015 წლის 6 იანვრის 18:00 საათამდე ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია.

>>>
2014-12-25

პარასკევს, 2014 წლის 26 დეკამბერს, 14:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის 220-ე აუდიტორიაში გაიმართება სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებზე სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიება.

>>>
2014-12-25

კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

>>>
2014-12-25

კონკურსის პირველ ეტაპზე, ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე, კონკურსის პირობების თანახმად, შეირჩა 26 საპროექტო წინადადება, რომელთა რანჟირებული სია დამტკიცებული იქნა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ და გაეგზავნა მტცუ-ს. კონკურსის მეორე ეტაპზე სრული სახით, ინგლისურ ენაზე მომზადებული პროექტები (ამობეჭდილი და ჩაწერილი CD-R-ზე) და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები შესაფასებლად რეგულარული ფოსტით გაეგზავნა მტცუ-ს.

>>>
2014-12-15
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ან სამოქალაქო სექტორში (სახელმწიფო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან ან უკრაინიდან.
>>>
2014-12-12
იაპონიის საერთაშორისო ფონდი "Matsumae International Foundation" უცხოელი მეცნიერებისთვის  2016 წლის აპრილიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით გეგმავს კვლევითი პროგრამის ორგანიზებას.პრიორიტეტული სფეროებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მედიცინა.
>>>
2014-12-09
კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი 6 საპროექტო წინადადებიდან არ იქნა განხილული ერთი პროექტი „საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლის გამომწვევი Clavibacter michiganesis subsp. Sepedonicus მრავალფეროვნება“ დარჩენილი 5 საპროექტო წინადადებიდან დამოუკიდებელი აშშ ექსპერტების შეფასებებებისა და დონორ ორგანიზაციასთან (აშშ თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტო - US DTRA) შედეგების შეთანხმების შემდეგ დასაფინანსებლად შეირჩა ორი პროექტი.
>>>
2014-12-06

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]