GEO ENG
 

 







 

2015-01-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარი სკლადოვსკა კიურის სახელობის ინოვაციური ტრენინგების ქსელის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე:

„2 სადოქტორო სტიპენდია კასპიის ზღვის რეგიონის კვლევების სფეროში (სოციალურ მეცნიერებებსა და ეკონომიკაში)“.

 

კონკურსს აცხადებს ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (http://ec.europa.eu/euraxess/index.cfm/jobs/jobDetails/33977837 )

 

ინოვაციური სასწავლო ქსელის პროექტი მიზნად ისახავს სადოქტორო პროგრამისა და ტრენინგების მეშვეობით კასპიის ზღვის რეგიონის კვლევების ექსპერტების ქსელის განვითარებას და თანამშრომლობის ჩამოყალიბებისაკენ  არის მიმართული კასპიის რეგიონში 2015-2019 წლების პერიოდში.

 

პროგრამა დაფინანსებულია ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს (REA)-ს მიერ „ჰორიზონტ 2020“-ის პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში.

 

ტალინის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ეძებს პერსპექტიულ  კანდიდატებს ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების დარგებში,  ვინც დაინტერესებულია იკვლიოს კასპიის ზღვის რეგიონთან (რუსეთი, კავკასია, ცენტრალური აზია, ირანი) დაკავშირებული საკითხები. სასურველია კანდიდატი ფლობდეს ერთ-ერთ რეგიონულ ენას, თუმცა აღნიშნული ენების შესწავლის სურვილი სტიპენდიის პერიოდში ასევე მისაღებია.

 

წარმატებული კანდიდატი დასაქმდება როგორც უმცროსი მკვლევარი და ჩაირიცხება სადოქტორო პროგრამაზე, რათა კონტრაქტის ფარგლებში 3 წლის პერიოდში იმუშაოს და დაასრულოს სადოქტორო ნაშრომი ქვემოთმოყვანილი 2 თემიდან ერთ-ერთი მიმართულებით.

 

თემა 1: კეთილდღეობის პოლიტიკა, სიღარიბე და უთანასწორობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში. იხილეთ შემდეგი ბმული : http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1879366514000190

 

თემა 2: ბიზნესის წარმოება  კასპიის ზღვის გარშემო: უცხოელი ინვესტორები ფორმალური და არაფორმალური გამოწვევებისა და შესაძლებლობებს შორის.

 

პროგრამის მოკლე აღწერა:

 

CASPIAN (2015-2019) არის ინოვაციური ტრენინგის ქსელი, რომელმაც მიიღო 3.8 მილიონი ევრო Marie Sklodowska Curie სქემის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ევროპის კომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს (REA) მიზანია ხელი შეუწყოს კასპიის ზღვის რეგიონის ექსპერტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას.

 

პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:

 

აკადემიური ტრენინგი - დოქტორანტებს მიეცემათ საშუალება გაიარონ ინტენსიური აკადემიური ტრენინგი, ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, რეგულარულად დაესწრებიან ქსექლურ ღონისძიებებს და ექნებათ წვდომა ქსელის სხვა უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ დამატებით ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

 

ტრენინგი კერძო სექტორში - სტიპენდიანტებს მიეცემათ საშუალება გარკვეული პერიოდი გაატარონ  ერთ-ერთ პარნიორ ორგანიზაციაში და გამოიყენონ აკადემიური ცოდნა არაკადემიური სექტორში მუშაობის პროცესში.

 

მსოფლიო ხედვა კასპიის რეგიონში - სტიპენდიანტები წახალისებულნი იქნებიან კვლევის პერიოდის ნაწილი გაატარონ პროექტის პარტნიორებიდან ერთ-ერთ არაევროკავშირის ქვეყანაში, რათა გაეცნონ ალტერნატიულ, არაევროცენტრულ ხედვებსა და მოსაზრებებს კასპიის რეგიონის საკითხების შესახებ.

 

წარმატებული კანდიდატები ჩართული იქნებიან  სასწავლო პროგრამებში სადაც მონაწილეობენ შემდეგი პარტნიორები.

სრული პარტნიორები:

1. Dublin City University (Coordinator)

 2. Tallinn University of Technology

3. Oxford Brookes University

4. University of St Andrews

5. University of Coimbra

6. University of Ghent

7. ForschungstelleOsteuropa

 

არასამთავრობო აკადემიური პარტნიორები:

1. Eastern Partnership Advancement Centre

2. Kimmage Development Studies Centre

3. Ainouras Research

4. Finnish Institute of International Affairs

5. Centre for Social Studies

6. Levada Centre

7. Transitions online

 

ევროკავშირის არაწევრი აკადემიური  პარტნიორები:

1. Renmin University of China

2. Jawaharlal Nehru University

3. Marmara University

4. Harvard University

5. Moscow Higher School of Economics

6. Hanyang University

 

 სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაიშვებიან ნებისმიერი ეროვნების   კანდიდატები, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

           მინიმალური მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს (ესტონეთში) დოქტორანტურაში სწავლის უფლება, ჰქონდეს მაგისტრის დიპლომი შესაბამის თემაზე, (თუ მიმდინარეა, უნდა დაასრულოს 2015 წლის  გაზაფხულზე).

           მაქსიმალური სტაჟი:  დასაშვებია, თუ კანდიდატს აქვს  4 წლის კვლევის  (სრულგანაკვეთზე მუშაობის) გამოცდილება მაგისტრატურის დასრულების შემდეგ. მას შესაძლოა დაკავებული ჰქონდეს კვლევითი პერსონალის პოზიცია, მაგრამ ამ პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივობა უნდ აიყოს 48 თვის ტოლი, ან ნაკლები.

            მობილობის შესახებ პუნქტი გულისხმობს, რომ კანდიდატებს არ უნდა   ჰქონდეთ ესტონეთში განხორციელებული სამუშაოები 12 თვეზე მეტხანს ბოლო სამი წლის განმავლობაში.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1.        სატიტულო ფურცელი და სამოტივაციო წერილი

2.        აკადემიური CV

3.        საპროექტო წინადადება

4.        სახელი და საკონტაქტო  ინფორმაცია პოტენციური რეკომენდატორებისა, რომელთაც შეუძლიათ გააკეთონ კომენტარი და შეფასება განმცხადებლის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის შესახებ.

 

ზამოაღნიშნული დოკუმენტები, ასევე დამატებითი კითხვების შემთხვევაში წერილი, უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: marie.curie.management@gmail.com

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 მარტი.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული:

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი http://ec.europa.eu/euraxess/index.cfm/jobs/jobDetails/33977837

http://ec.europa.eu/research/mariecurieactions/

http://ec.europa.eu/research/mariecurieactions/about-msca/quick-guide/index_en.htmhttp://ec.europa.eu/research/mariecurieactions/about-msca/actions/itn/index_en.htm

 

 

share