GEO ENG
 

 







 

2012-04-27
პრაქტიკული სახელმძღვანელო კვლევისა და ინოვაციების სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ

ევროკომისიამ გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო (Practical Guide) კვლევისა და ინოვაციების სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ.
აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი დახმარების პროგრამებისა და ინსტრუმენტების შესახებ, მათ შორის თანამშრომლობის პრიორიტეტების, შესაძლო დაფინანსების, პროექტების წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება როგორც მეცნიერთათვის, ასევე საქართველოში კვლევისა და ინოვაციების სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის.
დოკუმენტის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებგვერდზე:

http://cordis.europa.eu/eu-funding-guide/home_en.html

share