GEO ENG
 

 







 

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა

2009 წლიდან ფონდი ახორციელებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირებას შემდეგ საგნებში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა.

ადმინისტრირების I ეტაპზე ტარდება ეროვნული ნაკრები გუნდების წევრების შესარჩევი ტურები. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ მოსწავლეს, რომელიც ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურში გავიდა და თავისი ასაკობრივი ჯფუფის პირველ ათეულში მოხვდა . ამის შემდეგ იწყება გუნდების დაკომპლექტება და მისი მომზადება საერთაშორისო ოლიმპიადებზე გასამგზავრებლად.
2009 წელს, მათემატიკის შესარჩევ ტურში - 43, ფიზიკის შესარჩევ ტურში - 28, ხოლო ინფორმატიკის შესარჩევ ტურში - 19 მოსწავლე მონაწილეობდა. სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთაგან 13 გამარჯვებული ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა.
ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:
2009 წელი:
3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ბრინჯაოს მედალი ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2010 წელი:
2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
1 ოქროს მედალი ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2011 წელი:
2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მათემატიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
2 ბრიჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი ფიზიკის 42–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ბიუჯეტი: 2009: 126 687 ლარი; 2010: 97 184 ლარი; 2011: 157 049 ლარი.

>>>