GEO ENG
 

 







 

2014 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 80 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა ერთი პროექტი.
პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექპერტებს კონკურსის დებულების თანახმად, ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 75 და უფრო მაღალი ქულით გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა 69 კონკურსანტი, რომლებიც გადავიდნენ კონკურსის შეფასების მეორე ეტაპზე. 

ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 43 პროექტმა.