GEO ENG
 

 







 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
საკონკურსო დებულების თანახმად ფონდის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს მეორე საფეხურზე გადასვლისათვის საჭირო ზღვრული შეფასებები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებისათვის. ზღვრული შეფასება შეიძლება განსხვადებოდეს მიმართულებებისათვის, მაგრამ არ უნდა იყოს 85 ქულაზე ნაკლები.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სამეცნიერო საბჭო დაეყრდნო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მომზადებულ პროექტების შეფასებათა განაწილებას პროექტებისა და მათი წარმომდგენების იდენტიფიცირების შესაძლებლობის გარეშე. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ზღვრული შეფასებებისა და, შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების შერჩევა დაეფუძნა შემდეგ პრინციპებს: 
ა)მეორე ეტაპზე გადასაყვანი პროექტების მიახლოებითი რაოდენობა მათი მოსმენის დროის გათვალისწინებით უნდა იყოს 50-55.
 
ბ)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებიდან მეორე ეტაპზე გადავიდეს მიმართულებაში „კარგი“ პროექტების რაოდენობის პროპორციული რაოდენობა; „კარგ“ პროექტად მიიჩნევა 85 და უფრო მაღალი შეფასების მქონე პროექტი;
 
გ)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებიდან მეორე ეტაპზე გადავიდეს მინიმუმ ორი პროექტი;
აღნიშნულის მიხედვით გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსის მეორე ეტპაზე გადავიდა 55 პროექტი.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მოსმენების შემდეგ დასაფინანსებლად გამოავლინა 27 პროექტი.