უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2013 წლის კონკურსი
კონკურსში მონაწილეობდა 43 საპროექტო განაცხადი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების თანახმად შეფასების პირველ საფეხურზე პროექტის სამეცნიერო აქტუალობა, დასახული მიზნების მიღწევადობა, მოსალოდნელი შედეგების ღირებულება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს დამოუკიდებელმა უცხოემა ექსპერტებმა. თითოეული ექსპერტი პროექტს აფასებდა მაქსიმუმ 100 ქულით. პროექტები, რომლებმაც მიიღეს 91 ქულა ან მეტი, გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.
შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიამ მოისმინა პროექტების პრეზენტაციები და შეაფასა ისინი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
თითოეული პროექტის საბოლოო შეფასება მიღებულ იქნა ორივე საფეხურის შეფასებათა შეკრებით.საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები დამტკიცდა ფონდის სამეცნიეროსაბჭოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით. დაფინანსდა 12 პროექტი.