GEO ENG
 

 







 

2011-09-19
ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოხსნილია 114 საკონკურსო განაცხადი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა 114 საკონკურსო განაცხადი.

ფონდის სამეცნიერო საბჭოს მეოთხე სხდომის (2011 წლის 18 მაისი) გადაწყვეტილებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა 11 საკონკურსო განაცხადი (ინფორმაცია განთავსებულია ფონდის ვებგვერდზე 2011-06-01), ხოლო რიგით მეექვსე სხდომის (2011წლის 8 სექტემბერი) გადაწყვეტილებით მოიხსნა 103 საკონკურსო განაცხადი.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობას იღებს 717 საკონკურსი განაცხადი, ხოლო გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში 291 საკონკურსო განაცხადი.

share