GEO ENG
 

 







 

2011-06-21
ქართველ მეცნიერთა კვლევების კომერციალიზაციის ხელშემწყობი კონკურსი გამოცხადდა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG) “ ფარგლებში აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებენ 2011 წლის ერთობლივ კონკურსს.

საპროექტო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სსგფ-ში 2011 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათამდე.

კონკურსისთვის შერჩეულია შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები:

ა) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ბ) ბიოტექნოლოგიები;
გ) სოფლის მეურნეობა;
დ) ახალი მასალების მიღება ადგილობრივი ნედლეულიდან. 
 

share