GEO ENG
 

 







 

2011-04-12
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” საკონკურსო განაცხადების მიღების ვადები გრძელდება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.

საკონკურსო განაცხადების ფონდის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის, გამოგონების აღწერილობისა და ნახაზების შემცველი ფაილების ატვირთვის ბოლო ვადაა 2011 წლის 18 აპრილის 24:00 საათი. ხოლო, ხელმოწერილი ”განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ”, პროექტის აღწერილობა და საილუსტრაციო მოდელი/მაკეტი ფონდში ან რაიონულ რესურს-ცენტრში წარდგენილ უნდა იქნას 2011 წლის, 20 აპრილის 18:00 საათამდე.

share