GEO ENG
 

 







 

2011-01-05
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდის პრემიები

ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, 2011 წლისათვის გახსნილად აცხადებს ნომინაციების მიღებას.

პრემიები გამოყოფილია 8 კატეგორიაში: მწერლობის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საერთაშორისო თანამშრომლობის, სპორტისა და მშვიდობის სფეროში მოღვაწე პირებისა თუ საზოგადოებებისათვის.

პრემიის ოდენობა თითოეული ნომინაციისათვის შეადგენს 50000 ევროს. თუ პრემიას ცალკეულ კატეგორიაში ერთზე მეტი ნომინანტი მიიღებს, თანხა თანაბრად იყოფა ლაურეატებს შორის.

ნომინაციაზე წარდგენილი შეილება იყოს როგორც პიროვნება, ასევე პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია. წარდგენილი კანდიდატურების საქმიანობას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობის დატვირთვა.

ნომინაციაზე დაუშვებელია საკუთარი თავის ან იმ ორგანიზაციის წარდგენა, სადაც დასაქმებულია წარმდგენი.

ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 მარტი.

ნომინაციაზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ფოსტით მისამართზე: The Prince of Asturias Foundation, General Yagüe, 2 - 33004 Oviedo – Spain

ან ელ-ფოსტით მისამართზე: info@fpa.es

კონკურსის პროგრამა, პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:

www.fpa.es/en/awards/info/reglamento/

share