ენერგეტიკის თემაზე გამართულ სემინარზე ექსპერტებმა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტებზე იმსჯელეს
სემინარი 21-22 ოქტომბერს, ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში გაიმართა. სემინარის მიზანი იყო ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის საერთო ინტერესის მქონე თემატური პრიორიტეტების დადგენა.
სემინარზე გამოიკვეთა მონაწილე 25 ქვეყნის საერთო ინტერესის მქონე ოცამდე თემა, საბოლოოდ შეირჩა - ექვსი. აღნიშნული თემები გადაეგზავნება ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორს, სადაც საბოლოოდ დადგინდება მათი FP7-ის ფარგლებში ორგანიზებული კონკურსების თემატიკად გამოყენების მიზანშეწონილობა.
ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩოს პროგრამა (FP7) 2007 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე 15-მდე პროექტი დაფინანსდა. პროგრამაში სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2008 წლიდან ჩართო და დღემდე, საქართველოში მე-7 ჩარჩოს პროგრამის, ოფიციალური საკონტაქტო პირია.