GEO ENG
 

 







 

2015-06-22
კარლოს ფინლეის პრიზის მოსაპოვებლად იუნესკოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება! საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში უნდა წამოადგინონ მათ მიერ შევსებული ნომინაციის ფორმა (დანართი 3). მას თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტები, რომელშიც წარმოჩენილი იქნება: 1. კანდიდატის მიღწევები 2. ნომინანტის საქმიანობის, გამოცემებისა თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოკლე შეფასება. 3. დასაბუთება/განმარტება თუ რატომ უნდა მიიღოს კონკრეტულმა ნომინანტმა კარლოს ფინლეის პრიზი. რეკომენდატორი კი მხოლოდ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიაა, სადაც საბოლოოდ თავს იყრის საქართველოდან გასაგზავნი დოკუმენტები.

 

შეგახსენებთ, კარლოს ფინლეის პრიზის მიღება მიკრობიოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შეუძლიათ პიროვნებებს, ინსტიტუციებს, სამეცნიერო ჯგუფებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ კანდიდატურას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით წარუდგენს იუნესკოს. სხვა შემთხვევაში (იგულისხმება საბუთების ინდივიდუალურად გაგზავნა) იუნესკო განაცხადებს არ განიხილავს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი კონკურსში მონაწილეთა მსურველების სიას უგზავნის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. თითოეული ნომინაციის ფაილი უნდა იყოს 5 ეგზემპლარად - ჩაწერილი 5 CD-ზე ან 5 ნაბეჭდი ვერსია. ასევე, უნდა შეავსოთ განაცხადი ქართულ ენაზე (დანართი1/2).

 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არის 2015 წლის  29 ივნისი, 16:00 საათი.

 

გთხოვთ, გაეცნოთ ბმულში არსებულ ინფორმაციას დეტალურად: http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/basic-sciences/life-sciences/carlos-j-finlay-unesco-prize-for-microbiology/call-for-nominations/

 

დანართი 1: განაცხადის ფორმა იურიდიული პირებისთვის

დანართი 2: განაცხადის ფორმა ფიზიკური პირებისთვის

დანართი 3: ნომინაციის ფორმა

დანართი 4: კონკურსში მონაწილეობის წესი

 

share